კარტოფილი იმ პროდუქტების ათეულშია, რომელიც მაისში საქრთველოში ყველაზე მეტად გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მაისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით კარტოფილის ფასები თითქმის 17%-ით არის გაზრდილი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მოცულობის კარტოფილი შემოდის იმპორტზე, რამდენი გადის და როგორია საშუალო სავაჭრო ფასები.
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში კარტოფილი იმპორტი წლიურად 9.7%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 2.298 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 4 208 ტონა კარტოფილი. ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულია 3 836 ტონა პროდუქტია, რომლის ჯამური ღირებულებაც 1.425 მილიონ დოლარს აღემატებოდა.
გასულ წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 37 ცენტი იყო, წელს კი ღირებულება 55 ცენტამდეა გაზრდილი. მონაცემების აჩვენებს, რომ საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 48%-ით არის მომატებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში კარტოფილის იმპორტი ძირითადად თურქეთიდან ხორციელდება. კერძოდ, წელს იანვარ-აპრილში თურქეთის წილი კარტოფილის იმპორტში 61%-ს შეადგენდა.
უფრო კონკრეტულად, 5 ძირითადი ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს კარტოფილი იყიდა, ასე გამოყურება:
2025 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე გავიდა 66 331 ტონა ქართული კარტოფილი, რაც ოთხთვიან ჭრილში, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებელია.
მხოლოდ გასულ წელთან შედარებით, ქართული კარტოფილის ექსპორტი გაზრდილია 52-ჯერ. მაგალითად, წელს იანვარ-აპრილში თუ 21.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა (ჯამში 66 331 ტონა), წინა წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებული იყო 1 273 ტონა ქართული კარტოფილი, რომლის ღირებულებაც 429.6 ათას დოლარს აღემატებოდა.
გასულ წელს 1 კგ. ქართული კარტოფილის ექსპორტი გადასახადების გარეშე 34 ცენტი ჯდებოდა, წელს კი 32 ცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ღირებულება მცირედით - 5.9%-ით არის შემცირებული.
2025 წლის საანგარიშო პერიოდში ქართული კარტოფილის 63%-ის ექსპორტი რუსეთში განხორციელდა. კერძოდ, 5 ძირითადი საექსპორტო ბაზარი ასეთი იყო: