არაბი მეფის ფრანგული არდადეგები ადგილობრივებს უამრავ პრობლემას უქმნის

საუდის არაბეთის მეფე სალმანი ზაფხულის არდადეგებს საფრანგეთის სანაპიროებზე, კანში ატარებს. თუმცა, მისი იქ ყოფნა უამრავ პრობლემას უქმნის ადგილობრივებს. "ბიზნესინსაიდერის" ცნობით, მეფე ისე იქცევა, თითქოს კანონი მასზე არ მოქმედებს. ასე მაგალითად, პლაჟები, რომელიც ჩვეულებრივ ყოველთვის გადატვირთულია ხოლმე ზაფხულის პერიოდში, საუდის არაბეთის მონარქის გამო დახურულია. ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ სანაპიროების დახურვა და პლაჟების პრივატიზაცია საფრანგეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ამას გარდა, ფრანგული მედიის ცნობით, არაბი მეფე საკუთარი ვილის ტერიტორიის ირგვლივ უკანონო მშენებლობასაც ეწევა. ადგილობრივები ხელმოწერებსაც აგროვებენ მეფე სალმანის ქმედებების წინააღმდეგ. თუმცა, მოსახლეობის მეორე ნაწილი პირიქით, მხარს უჭერს საუდის არაბეთის მეფის არდადეგებს კანში. მათი თქმით, არაბი მონარქის მათ ქალაქში ყოფნა მათთვის პრესტიჟია. გარდა ამისა, ამით ადგილობრივი ბიზნესმენები სარგებელს იღებენ.

ვილა კანში საუდის არაბეთის მეფე ფაჰდიმ 1979 წელს იყიდა. იგი კანის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.