ვალეში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის "ვალეს" მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების ქვეყანაში კანონსაწინააღმდეგოდ შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ ჯამში 44 აბი კოდამოლი და კოდეინი (CO-CODAMOL, PARACETAMOL CODEINE) აღმოუჩინეს.

გამოვლენილი ფაქტების შესახებ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.