"ზოგიერთი ობიექტი მიწისქვეშ არის დამარხული, რათა ისრაელის იარღისთვის მიუწვდომელი იყოს" - რას მალავს ირანი ბირთვულ ობიექტებში

ის­რა­ელ­მა გამ­თე­ნი­ი­სას ირან­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლის სა­მიზ­ნეც ქვეყ­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის ლო­კა­ცი­ე­ბი და მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ.

ის­რა­ელ­მა თავ­დას­ხმი­სას 200 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა, ჩა­მო­აგ­დო 330-ზე მეტი „სხვა­დას­ხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლა“ და ირან­ში 100-ზე მეტ სა­მიზ­ნეს და­არ­ტყა.

ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის წყა­როს ცნო­ბით, სა­მიზ­ნედ ირა­ნის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე წამ­ყვა­ნი ბირ­თვუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ქვე­ყა­ნა თავს და­ეს­ხა ირა­ნის უდი­დეს ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის ობი­ექტს - ნა­ტან­ზის ბირ­თვულ ობი­ექტს, მაგ­რამ გა­ე­როს ბირ­თვუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, რა­დი­ა­ცი­ის დო­ნის ზრდა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის ირა­ნე­ლი მე­თა­უ­რი და­ი­ღუ­პა. სა­პა­სუ­ხოდ ირან­მა ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით 100-ზე მეტი დრო­ნი გა­უშ­ვა. ის­რა­ელ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

CNN-ი რამ­დე­ნი­მე აქ­ტუ­ა­ლურ შე­კი­თხვას გან­მარ­ტავს:

რა­ტომ არის ირა­ნის გა­მაგ­რე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა ასე რთუ­ლი? სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ირან­მა წლე­ბი და­ხარ­ჯა თა­ვი­სი ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­სა­მაგ­რებ­ლად.

"(ირა­ნე­ლე­ბის) მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბე­ტო­ნის ტიპი სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, გა­მაგ­რე­ბუ­ლი ბე­ტო­ნია. გა­ურ­კვე­ვე­ლია, შე­უძ­ლი­ათ თუ არა ის­რა­ე­ლის ბომ­ბებს ამ ტი­პის ბე­ტონ­ში შეღ­წე­ვა“, - თქვა CNN-ის სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კოს­მა სედ­რიკ ლე­ი­ტონ­მა.

ზო­გი­ერ­თი ობი­ექ­ტი მი­წის­ქვეშ არის და­მარ­ხუ­ლი, რათა ის­რა­ე­ლის ია­რა­ღის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი იყოს.

ვა­შინგტონ­ში, კუ­ინ­სის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ტრი­ე­ტა პარ­სიმ თქვა, რომ მა­გა­ლი­თად, ირა­ნის ფორ­დო­უს ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტი ნა­ხე­ვა­რი მი­ლის სიღ­რმე­ზე მდე­ბა­რე­ობს.

ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს უფ­როს­მა მკვლე­ვარ­მა, ალექს პლი­ცას­მა, თქვა, რომ თე­ი­რა­ნის მი­წის­ქვე­შა ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 90 გრა­დუ­სი­ა­ნი შე­მობ­რუ­ნე­ბის მქო­ნე გვი­რა­ბე­ბით, რაც კი­დევ ერთ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს.

"ფრთო­სან რა­კე­ტებს 90 გრა­დუ­სით შე­მობ­რუ­ნე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ... ამი­ტომ ვა­რი­ან­ტე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია“, - თქვა მან. განაგრძეთ კითხვა: