„რეისები გაუქმდა როგორც ისრაელის, ასევე ახლო აღმოსავლეთის  ქვეყნების მიმართულებით“ – „ტავ ჯორჯია“

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმებულია 12 რეისი, ხოლო ბათუმის აეროპორტში - 7,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ TAV Georgia-ში განუცხადეს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმებულია 12 რეისი, ხოლო ბათუმის აეროპორტში - 7. რეისები გაუქმდა როგორც ისრაელის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით. რეისების აღდგენის სავარაუდო თარიღი მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული,“ - განაცხადეს TAV Georgia-ში.

ცნობისათვის, 12 ივნისს, გვიან ღამით ის­რა­ელმა­ ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ელ­მა და­ი­წყო "პრე­ვენ­ცი­უ­ლი, ზუს­ტი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა“ ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე და­სარ­ტყმე­ლად.

მისი თქმით, დარ­ტყმე­ბი იყო პა­სუ­ხი „ირა­ნის რე­ჟი­მის მხრი­დან ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ა­ზე“. თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ათო­ბით გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რაც მო­ი­ცავს „ათო­ბით სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ზე, მათ შო­რის ირა­ნის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში ბირ­თვულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე დარ­ტყმებს“.

აღსანიშნავია, რომ ამ თავდასხმების გამო საჰაერო სივრცე დახურა როგორც ისრაელმა, ასევე ირანმაც. დღეს დილით, ანალოგიური გადაწყვეტილება იორდანიამაც მიიღო.

თავდასხმების გამო, უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა ფრენები გააუქმეს ირანში, ისრაელში, ერაყში, იორდანიასა და ლიბანში. ფრენები შეაჩერეს - Emirates airline-მა, Etihad Airways-მა და flydubai-მ.

ეკა დარჩიაშვილი