Express Bank მომხმარებელს სთავაზობს Express კრედიტს გაზრდილი ლიმიტით 700 ლარამდე

Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს Express კრედიტს გაზრდილი ლიმიტით 700 ლარამდე. "საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, Express Bank-ი განაგრძობს ყოველთვიურ შეთავაზებებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, აგვისტოს თვეში ისარგებლოს Express კრედიტით, კრედიტის გაცემის საკომისიოს გარეშე.  მათივე ინფორმაციით, Express კრედიტის მიღება მარტივია - მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე და უზრუნველყოფის გარეშე. Express კრედიტით სარგებლობა შეუძლია 20-დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს. Express კრედიტის ვადაა 12 თვე, წინსწრებით დაფარვის საკომისიო კი 0%-ია.

"Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად შესთავაზებს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს", - აცხადებენ ბანკში.