5 ვარსკვლავი, რომლებიც მილიარდერები არა კარიერით, არამედ ბიზნეს საქმიანობით გახდნენ

დღეს ცნობილი სახეები ფულს მხოლოდ მუსიკით, მსახიობობით ან სპორტული კარიერით არ გამოიმუშავებენ. ძირითადად, ცნობილი სახეები ბიზნეს საქმიანობას იწყებენ საკუთრი ბრენდების წარმოებით და ეს ამართლებს.

როგორც აღმოჩნდა, კოსმეტიკური, ან მოდის ხაზის წარმებით უფრო მეტის გამომუშავებაა შესაძლებელი, ვიდრე საყვარელი საქმიანობით.

წარმოგიდგენთ 5 ვარსკვლავს, რომლებიც ამ გზით არც მეტი, არც ნაკლები, მილიარდერები გახდნენ.

რიანას Fenty Beauty: 1.68 მილიარდი დოლარი

მუსიკოსი რიანა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია, რომლის წმინდა ქონება დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარიდან, 1.7 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

მან თავისი უზარმაზარი ქონების დიდი ნაწილი რამდენიმე გონივრული დამატებითი შემოსავლის წყალობით დააგროვა.

2017 წელს რიანამ თავისი კოსმეტიკური კომპანია Fenty Beauty დააარსა, რომლის თანამფლობელიც ფრანგული საცალო ვაჭრობის კომპანია LVMH-თან ერთადაა. კომპანიის ღირებულება 2.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რიანას 50%-იანი წილი დაახლოებით 1.4 მილიარდია.

გარდა ამისა, ვარსკვლავმა 2018 წელს საცვლების ხაზი, Savage X Fenty, ჩაუშცა. ის ფლობს კომპანიის 28%-ს, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია, ხოლო მისი წილი დაახლოებით 280 მილიონი დოლარი ღირს.

ორივე ბიზნესში მისი წილების საერთო ღირებულება დაახლოებით 1.68 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კიმ კარდაშიანის Skims: 1.4 მილიარდი დოლარი

კაილი ჯენერი არ არის კარდაშიან-ჯენერების კლანის ერთადერთი წევრი, რომელიც ფულს ბიზნეს საქმიანობით გამოიმუშავებს.

ასევე დიდ თანხას გამოიმუშავებს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი.

რეალითი შოუს ვარსკვლავმა 2019 წელს შექმნა კორექტორების ბრენდი Skims. მოდის ინდუსტრიის ლიდერის ამჟამად ღირებულება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, მისი ღირებულება შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რადგან Skims-მა წელს კანის მოვლის ბრენდი SKKN შეიძინა.

კომპანია სილამაზის ბაზარზე შესვლას 2026 წელს გეგმავს.

კარდაშიანს Skims-ის 35%-იანი წილი ეკუთვნის, რაც ნიშნავს, რომ მისი წილი 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. Forbes-ის თანახმად, მისი წმინდა ქონება შთამბეჭდავი 1.7 მილიარდი დოლარია.

მაიკლ ჯორდანის Air Jordan: 1.3 მილიარდი დოლარი

NBA-ს სუპერვარსკვლავი მაიკლ ჯორდანი Forbes-ის მონაცემებით, 3.5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ მან მილიონობით დოლარი ჩადო კალათბურთში, მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი ჭკვიანური ბიზნეს ნაბიჯებიდან მოდის.

1984 წელს ჯორდანმა Nike-თან ერთად გამოუშვა თავისი საფირმო Air Jordan. ბრენდი სწრაფად გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სპორტული ფეხსაცმლის ხაზი.

პროექტის დაწყებიდან მოყოლებული, ვარსკვლავმა Nike-თან პარტნიორობით 1.3 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.

კაილი ჯენერის Kylie Cosmetics: 1.06 მილიარდი დოლარი

რეალითი შოუს ვარსკვლავი და ინფლუენსერი კაილი ჯენერი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია.

2015 წელს, როდესაც ჯენერი მხოლოდ 17 წლის იყო, მან Kylie Cosmetics დააარსა. ხუთი წლის შემდეგ მან კომპანიის 51%-იანი წილი Coty-ს მიჰყიდა, გარიგებიდან დაახლოებით 540 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

დღეს ჯენერი კვლავ ფლობს Kylie Cosmetics-ის 44%-ს, რომლის ღირებულებაც 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, მისი წილი კი 528 მილიონი დოლარია.

Coty-ს გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალთან ერთად, ეს თანხა 1.06 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

სელენა გომესის Rare Beauty: 1.05 მილიარდი დოლარი

მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი Bloomberg-მა ცოტა ხნის წინ მილიარდერად გამოაცხადა. მისი ქონება 1.3 მილიარდ დოლარად შეფასდა.

თუმცა შემოსავლის წყარო არა მისი გასართობი კარიერა, არამედ ბიზნეს საქმიანობაა.

გომესმა Rare Beauty 2020 წელს დააარსა. მისი წარმატების დიდი ნაწილი გომესის უზარმაზარი გავლენის დამსახურებაა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავია Instagram-ზე, 421 მილიონზე მეტი გამომწერით, რაც საშუალებას აძლევს პირდაპირ მიაწოდოს თავისი პროდუქცია უზარმაზარ გლობალურ აუდიტორიას.

დღეს Rare Beauty 2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, სადაც გომესის წილი, სავარაუდოდ, მისი მთლიანი სიმდიდრის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მისი წმინდა ქონება 1.05 მილიარდი დოლარია.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი