ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 13 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები დაეცა.
კერძოდ, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 2.29%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 66.05 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.97 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.549 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 44.75 გირვანქა სტერლინგია, რაც 1.32%-იან კლებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 1.38%-ით შემცირდა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 18.54 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 696 მლნ სტერლინგს აღემატება.