სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდნენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებსა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქსტატის წარმომადგენლებმა ბიზნესასოციაციის წევრებს უწყებაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა ისაუბრეს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ბიზნესსტატისტიკის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკვლევების მეთოდოლოგიასა და სხვა საკითხებზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, საქსტატი აგრძელებს შეხვედრებს მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებთან.  მერი დაუშვილის თქმით, სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნის კუთხით ბიზნესკომპანიები ძალიან აქტიურები არიან, ამასთანავე, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ბიზნესსტატისტიკის გამოკვლევების მთავარი წყარო. ბიზნესთან თანამშრომლობა და მუდმივი დიალოგი უზრუნველყოფს ბიზნესსტატისტიკის წარმოების გაუმჯობესებას.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას ძირითადად მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.