2024 წელს საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, ხოლო დასაქმებულთა ოდენობა 441 კაცით განისაზღვრა - ამის შესახებ საქსტატის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ელევატორთა უმრავლესობა ქვემო ქართლის (25.6 პროცენტი) და კახეთის (23.1 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 12.8 პროცენტი ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 12.8 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.8 პროცენტი – ქ. თბილისში, 7.7 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 5.1 პროცენტი – გურიის რეგიონში.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 30 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 118 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 441 კაცით განისაზღვრა.
2024 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 464.5 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 61.3 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, 19.1 პროცენტს – სოიოს შროტი, 8.2 პროცენტს – ხორბლის ფქვილი, 8.0 პროცენტს – სიმინდი, დანარჩენ პროდუქციას კი უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2024 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 326.3 მლნ. ლარის ღირებულების 280.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 32.9 პროცენტი (ღირებულების მიხედვით) იყო ადგილობრივი წარმოების.
ამასთან, ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 4.6 მლნ. ლარი შეადგინა.
ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის ღირებულების 81.8 პროცენტი) და ქატო (11.9 პროცენტი).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 50.2 პროცენტს, თებერვალში – 48.4 პროცენტს, მარტში – 46.7 პროცენტს, აპრილში – 48.3 პროცენტს, მაისში – 47.1 პროცენტს, ივნისში – 46.3 პროცენტს, ივლისში – 51.4 პროცენტს, აგვისტოში – 47.5 პროცენტს, სექტემბერში – 49.3 პროცენტს, ოქტომბერში – 54.7 პროცენტს, ნოემბერში – 54.2 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 53.1 პროცენტს.
ამავე კვლევის მიხედვით, ელევატორების 46.2 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 38.5 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 15.4 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სესხით სარგებლობს ელევატორების 41.0 პროცენტი, რომელთა ნახევარს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 37.5 პროცენტს – საბრუნავი კაპიტალისათვის, 12.5 პროცენტს – როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის.