საქართველოში მოქმედი სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციისაგან უცხოურ ბაზარზე ყველაზე დიდი რაოდენობით ქათმის ხორცი (59.2%) და ხილ-ბოსტნეული (29.9%) გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ჯამში ეს 3.3%-ს შეადგენს.
საქსტატისვე ცნობით, 2024 წელს საქართველოში 387 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთაგან უმრავლესობა (59.7%) შიდა ქართლშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია: თბილისში (11.1 პროცენტი), კახეთში (9.8 პროცენტი), ქვემო ქართლში (5.2 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთში (5.2 პროცენტი), იმერეთში (3.4 პროცენტი), აჭარის არ-ში (3.1 პროცენტი), გურიაში (1.0 პროცენტი), მცხეთამთიანეთში (0.8 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთში (0.5 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (0.3 პოცენტი) რეგიონში.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 509 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 1 289 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1 964 კაცით განისაზღვრა.
2024 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 340.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 41.3 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.8 პროცენტი – პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 12.8 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 12.7 პროცენტი – თევზეული, 7.8 პროცენტი – რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 5.6 პროცენტი ეკავა.
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2024 წლის განმავლობაში შესყიდულია 72.2 ათასი ტონა პროდუქცია.
რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მისმა სიდიდემ 27.1 მლნ. ლარი შეადგინა.
2024 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 544.0 მლნ ლარის ღირებულების (96.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (48.3 პროცენტი) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების.
ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქციის 46.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით 33.2 პროცენტი), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით 31.8 პროცენტი) და თევზეული (10.3 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციისაგან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა 3.3 პროცენტი (ღირებულების მხრივ), რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (59.2 პროცენტი) და ხილ-ბოსტნეული (29.9 პროცენტი) წარმოადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 57.2 პროცენტს, თებერვალში – 51.4 პროცენტს, მარტში – 51.0 პროცენტს, აპრილში – 49.8 პროცენტს, მაისში – 57.6 პროცენტს, ივნისში – 47.8 პროცენტს, ივლისში – 55.0 პროცენტს, აგვისტოში – 58.5 პროცენტს, სექტემბერში – 49.7 პროცენტს, ოქტომბერში - 58.7 პროცენტს, ნოემბერში – 57.7 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 53.0 პროცენტს.
სამაცივრე მეურნეობების 63.6 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 32.8 პროცენტი – ნაწილობრივ, ხოლო 3.6 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70.0 პროცენტი. აქედან, 51.3 პროცენტს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 45.4 პროცენტს – მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 3.3 პროცენტს – როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.