მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს განხილვას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს

პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეკრებას და ამ მიზნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობას უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.  როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა პარლამენტი ისვენებს და კანონით რიგგარეშე სხდომის ჩატარების ვალდებულება არ აქვთ, განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.  "არდადეგების პერიოდია და რიგგარეშე სხდომის ჩატარების ვალდებულება არ გვაქვს. ვფიქრობ, საკითხის განხილვა საშემოდგომო სესიის პირველივე კვირას დაიწყება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონდმებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.