პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. შენიშვნები პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგევრდზე უკვე გამოქვეყნდა. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონზე ორნაწილიანი და მოცულობითია. 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.

პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით არც მმართველი გუნდი და არც "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეკრებას და ამ მიზნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებენ.  შესაბამისად, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობა საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.