ისრაელში საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის - PIBA-ს - მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გაწვდით შემდეგ ინფორმაციას:

უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას. ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით.

მომსახურება ავტომატურია, 30.09.25-მდე.

გაგრძელდება შემდეგი სახის ვიზები:

სამუშაო ვიზა, ტიპი B/1, ზოგადი

ტურისტული ვიზა, ტიპი B/2.

მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4.

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1.

სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა).

სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3.

თანმხლები ვიზა, ტიპი A/4.

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5.

ვიზა DCO ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.