მოსახლეობის 71% დღეში 10 დოლარამდე თანხით ცხოვრობს

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 71% დღეში მხოლოდ 10 დოლარამდე თანხით ცხოვრობს. ამის შესახებ კვლევას Pew Research Center აქვეყნებს. ანგარიში 2001 და 2011 წლებს მოიცავს.

ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის რიცხვი საერთო ჯამში 2011 წელს უფრო დაბალია, ვიდრე 2001 წელს იყო. 2011 წელს მსოფლიო მოსახლეობის 15 პროცენტი - დღეში 2 დოლარზე ნაკლები თანხით, 56 პროცენტი - 2-დან 10 დოლარამდე, დანარჩენი კი 10 დოლარზე მეტი თანხით ცხოვრობდა. ხოლო 2001 წელს დღეში 2 დოლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანების რიცხვი 29 პროცენტი იყო. 2-დან 10 დოლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანების რიცხვი კი 50 პროცენტი.