ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთი რუსეთთან "მისტრალთან" დაკავშირებით კომპენსაციის გადახდაზე არ შეთანხმებულა

საფრანგეთი რუსეთთან "მისტრალთან" დაკავშირებით კომპენსაციის გადახდაზე არ შეთანხმებულა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. "დისკუსია ამის შესახებ კვლავ გრძელდება. გადაწყვეტილებას მომდევნო კვირების განმავლობაში მივიღებ", - განაცხადა ოლანდმა.

საფრანგეთსა და რუსეთს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც პარიზს მოსკოვისთვის "მისტრალის" ტიპის ორი ვერტმფრენმზიდი უნდა გადაეცა. პირველი ვერტფრენმზიდი რუსეთს 2014 წლის ნოემბერში უნდა მიეღო. თუმცა, საფრანგეთმა "მისტრალის" გადაცემაზე უარი განაცხადა, რაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.