ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე ისმის.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს.

ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.