„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9.79 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.3%-იანი ზრდაა.
მათგან ექსპორტი 2.594 მლრდ აშშ დოლარია (14.6%-იანი ზრდა), იმპორტი კი - 7.196 მლრდ აშშ დოლარი (12.8%-იანი ზრდა). შესაბამისად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, დროის აღნიშნულ პერიოდში, 4.601 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილმა, საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, 69.7% შეადგინა. ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია - 1.211 მლრდ აშშ დოლარი; აშშ-ის მოცულობითობა 1.132 მლრდ დოლარს შეადგენს; ხოლო რუსეთისა - 1.055 მლრდ აშშ დოლარს.
გთავაზობთ იმ პროდუქტებს, რომლებსაც რუსეთისგან ვყიდულობთ და ამ ქვეყანაში ვყიდით:
2025 წლის იანვარ-მაისის პერიოდის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე, 247.05 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, ეს პროდუქტები გავიდა:
2025 წლის იანვარ-მაისის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან, 808.561 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, ეს პროდუქტები შემოვიდა: