ოქრო, ნახატები და საგანგებო ადგილი ორცხობილებისთვის: რით დაფრინავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ხშირად აქებს სხვა ქვეყნების თვითმფრინავებს. „თუ უყურებთ ზოგიერთ არაბულ ქვეყანას და მათ თვითმფრინავებს, რომლებიც შეერთებული შტატების თვითმფრინავის გვერდით დგას - ისინი თითქოს სხვა პლანეტიდან არიან“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც კატარისგან საჩუქრად თვითმფრინავის მირების საკითხს განიხილავდა.

აშშ-ის პირველი პირი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა უზარმაზარ თვითმფრინავებს, რომლებსაც, როგორც წესი, მაღალი სტატუსის მქონე ადამიანების უმეტესობა ირჩევს.

მას ისეთი ზომის თვითმფრინავები ჰყავდა, რომ ზოგიერთ აეროპორტში დაშვებაც შეუძლებელიც კი იყო. თუმცა, მათი არაპრაქტიკულობის მიუხედავად, ტრამპის თვითმფრინავები ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე.

1980-იანი წლების ბოლოს, ტრამპმა Plaza Hotel-სა და პროფესიონალურ საფეხბურთო გუნდთან ერთად შეიძინა ავიაკომპანია Eastern Airlines-ი და ის Trump Shuttle-ად აქცია, რომელიც ნიუ-იორკიდან ბოსტონსა და ვაშინგტონში დაფრინავდა. ბიზნესი ჩავარდა, მაგრამ ტრამპს Boeing 727-ები დარჩა და ერთ-ერთი თავისი გემოვნებით განაახლა.

მისი თვითმფრინავის ახალი ინტერიერი იდეალურად შეესაბამებოდა მაშინდელ ეპოქას: წითელი ხავერდის სავარძლები, ძვირად ღირებული ხის მაგიდები, ნახატები მასიურ ჩარჩოებში.

„ის ყოველთვის ელეგანტური იყო. მაგრამ, მაგალითად, თვითმფრინავს ხმის ჩამხშობი სისტემები არ ჰქონდა, ამიტომ ლაგუარდიაში 23:00 საათის შემდეგ ვერ ვეშვებოდით. მახსოვს, პირველად რომ ავედი თვითმფრინავში, ვკითხე: „რა აკლია?“, - ამბობს მარკუსი, რომელიც ტრამპის თვითმფრინავს მართავდა.

საბოლოოდ ტრამპმა, მისი Boeing-ი განაახლა. ამისთვის კერძო თვითმფრინავების ინტერიერის დიზაინის სპეციალისტს ერიკ როთს დაუკავშირდა და მასზე დაახლოებით 37 მილიონი დოლარი დახარჯა.

“როგორც წესი, არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდი მყავს, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული იყო. ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ ის და მე ვიღებდით“, - ამბობს როთი დონალდ ტრამპზე საუბრისას.

ტრამპის პენტჰაუსის ინტერიერით შთაგონებულმა როთმა შექმნა დიზაინი, რომელიც მარმარილოსა და კრემისფერ ტონებს ოქროსფერ აქცენტებთან აერთიანებდა - 24-კარატიანი ოქროთი იყო მოპირკეთებული უსაფრთხოების ღვედის ბალიშებიც კი.

ტრამპს ასევე სურდა დიდი ტელევიზორი ძლიერი ხმის სისტემით. სკამების თავის საყრდენებზე ოჯახის გერბი და სხვა სპეციფიური მახასიათებლები.

„მას სურდა სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი Oreo-სთვის. ვკითხე, სერიოზულად ამბობდა თუ არა. მან მიპასუხა: „მე მიყვარს Oreo-ები“, - იცინის როთი.

Boeing 757 კვლავ ტრამპის პირადი ფლოტის ნაწილია. პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ის Air Force One-ით დაფრინავდა, მაგრამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მან 757-ის განახლება დაიწყო და კუდზე ფერადი ამერიკული დროშა დაამატა.

რით დაფრინავს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი: წარმოგიდგენთ Forbes-ის ფოტოგალერეას:

1-1750497328.jpg

ტრამპის Boeing 757-ის ინტერიერი დამზადებულია იტალიიდან ჩამოტანილი ნატურალური ტყავისა და საფრანგეთიდან ჩამოტანილი ქსოვილებისგან, ხოლო სავარძლებზე აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის გერბია ამოქარგული.

2-1750497367.jpg

ტრამპის თვითმფრინავი აღჭურვილია რამდენიმე ტელევიზორით, რომელთაგან ერთ-ერთის დიაგონალი 144.8 სმ არის.

3-1750497392.jpg

ზოგიერთი ბიზნეს-ჯეტის მფლობელი ნიკელისფერ შეფერილობის საფარს ანიჭებს უპირატესობას.

„აშკარა იყო, რომ მას ოქრო სურდა“, - ამბობს ერიკ როთი, რომელმაც ტრამპის თვითმფრინავის ინტერიერი შექმნა.

4-1750497430.jpg

ტრამპის პირად საჰაერო ფლოტში ასევე შედის ვერტმფრენი, რომელსაც ის დიდი ხანია იყენებს მანჰეტენსა და ატლანტიკ სიტის შორის ფრენების დროს.

5-1750497469.jpg

ფოტო: forbes.com

თეონა რამაზაშვილი