„კომპანიების 18% თანამშრომლების ხელფასების გაზრდას გეგმავს“, - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციაში.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 40%-მა 2025 წლის კვ. I-ში თანამშრომლების ხელფასი გაზარდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა 2024 წლის კვ. I-თან შედარებით ნაკლებია.
„შრომის ბაზრის სრულფასოვანი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დასაქმებასთან დაკავშირებული მოლოდინების გათვალისწინებაც. 2025 წლის კვ. I-ში გამოკითხულ ბიზნესებს მომდევნო სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინები აქვთ, თუმცა BAG-ის დასაქმების ბარომეტრი შემცირდა როგორც 2024 წლის კვ. IV-თან (4.0 ქულით), ასევე 2024 წლის კვ. I-თან შედარებით (20.3 ქულით).
BAG-ის დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი 2025 წლის კვ. Iში ყველა სექტორში დადებითია, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით მშენებლობის (14.1 ქულით), მრეწველობისა (6.5 ქულით) და ვაჭრობის (5.5 ქულით) სექტორებში გაუარესდა, ხოლო მომსახურების სექტორში მცირედით (1.3 ქულით) გაიზარდა.
გამოკითხული კომპანიების 40%-მა 2025 წლის კვ. I-ში თანამშრომლების ხელფასი გაზარდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა 2024 წლის კვ. I-თან შედარებით ნაკლებია. მათგან 92%-მა ხელფასები 0-20%-ით გაზარდა, ხოლო 8%-მა - 20-40%-ით. 2025 წლის კვ. II-ში კი კომპანიების 18% გეგმავს თანამშრომლების ხელფასების გაზრდას“, - ვკითხულობთ PMCG-ის შრომითი ბაზრის მიმოხილვაში.