ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 20 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი ერთი ქართული კომპანიის აქციების ფასი დაეცა, ორის კი გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 0.84%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 66.15 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.881 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.501 მლრდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 44.15 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.79%-იან კლებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 0.78%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 18.14 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 665.6 მლნ სტერლინგს აღემატება.