„ჩაი მზიანი“, „თერნალი-ჩაი“, „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა“, „ემირი“ და ATLAS-ი იმ კომპანიების ხუთეულში არიან, რომელმაც 2025 წლის იანვარ-აპრილში ყველაზე მეტი ღირებულების ქართული ჩაის ექსპორტი განახორციელა.
აღნიშნულის შესახებ ირკვევა, „ბიზნესპრესნიუსისთვის“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის ჩაის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიები:
შპს „თერნალი-ჩაი“ სამეწარმეო რეესტრში 2007 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს სრულად ფლობს ფრიდონ ჩიტაძე. ისვე იკავებს დირექტორის თანამდებობას.
შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა“ 2001 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი გიორგი ხუჭუაა.
2002 წელს დარეგისტრირდა შპს „ემირი“ რეესტრში. კომპანიის მფლობელი ლევან ოქროპირიძე, დირექტორის პოზიციასაც ოქროპირიძე იკავებს.
შპს „ჩაი მზიანი“ 2023 წელს არის დარეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. კომპანიის დირექტორი გიორგი გორგოშიძეა. ისვე ფლობს წილების 50%-ს, წილების დარჩენილ ნახევარი კი თეიმურაზ სეფერთელაძეა.
შპს ATLAS-ი 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის წილებს თანაბრად იკავებენ თურქეთი მოქალაქეები ირფან გური და შაქირ ოზთურქი. მათვე უკავიათ კომპანიაში დირექტორის თანამდებობები.
შენიშვნა: სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით