ანომალიური მოვლენა კახეთში - სოფელ­ სანავარდოში რვაფეხა გოჭი დაიბადა

"ანომალიების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს რადიაცია, საკვები, ინფექცია და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო"

ყრუაშვილების ოჯახი რამდენიმე თვის წინ უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. 25 მარტს ყვარლის რაიონის სოფელ­ სანავარდოში რვაფეხა გოჭი დაიბადა.

ბაგრატ ყრუაშვილი: - ყოველთვის­ ბევრი საქონელი მყავდა. ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირუტყვი გავყიდე და მხოლოდ ერთი დედალი­ ღორი დავიტოვე. 18 გოჭი დაყარა, აქედან­ 8 - მკვდარი. ერთ-ერთი გოჭის დაბადებისას ორი ტანი ერთად წამოვიდა. თავ­იდან მეგონა, ორ გოჭს ერთად აჩენდა, თუმცა, რომ დაბადა, თვალებს არ დავუჯერე - გოჭს ორი ტანი, რვა ფეხი, ერთი თავი და სამი ყური ჰქონდა. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გოჭი მკვდარი დაიბადა. სასქესო ორგანო ორივე ტანზე ჰქონდა, მამრი იყო. მაშინვე­ ჰერმეტულად დაცულ არყიან ჭურჭელში მოვათავსე. სოფელში არავინ იჯერებდა, მოდიოდნენ და ნახულობდნენ.­ აქამდე მსგავსი რამ არავის უნახავს. უკვე ვესაუბრე მეცნიერებათა­ აკადემიის წარმომა­დგენლებს. მზად ვარ, გოჭი მათ გადავცე,­ რათა შეისწავლონ...

- რითი კვებავდით მაკე ღორს?

- ნატურალურ საკვებს ვაძლევდი - სიმინდს და ქატოს. სოფელში ამბობენ­, რომ ეს ანომალია ტყუპი ემბრიონის შერ­წყმის შედეგად განვითარდა, თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია...

ბოლო დროს კახეთში არაერთი ანომალიური შემთხვევა მოხდა. ცოტა ხნის წინ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ექვსფეხიანი ბატკანი დაიბადა. მელაანში კახელი ფერმერი ხუთფეხა ხბოს ზრდის - მეხუთე კიდური კისრის არეში­ აქვს. რამდენიმე წლის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაკვანეთში, სამფეხა ხბო დაიბადა.

იხილეთ სრულად