საქართველოში ჯინსის გაყალბებულ პროდუქციასთან ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის!

Levis-ის ინიციატივას Lee და Wrangler-იც უერთდება და საქართველოში საკუთარი სავაჭრო ნიშნების, პროდუქციისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვას იწყებს.

უკვე ერთი წელია, რაც საყოველთაოდ ცნობილი ბრენდი LEVI’S სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, აქტიურად და შედეგიანად იბრძვის საქართველოში მისი სავაჭრო ნიშნის დაცვისათვის. რაშიც იგულისხმება „ლევისის“ სასაქონლო ნიშნის (ლოგოს) არა ავტორიზებული გამოყენებისა და გაყალბებული, არაორიგინალი პროდუქციის შემოტანისა და რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გასული წლის ოქტომბერში, თბილისში გამართული კონფერენცია, ხოლო მეორე და ასევე მნიშვნელოვანი ეტაპი კი, 2015 წლის ივლისის თვეში გამართული კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სადაც მოხდა მიმდინარე საკითხების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა. შეხვერდას ასევე ესწრებოდა ლევისის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სათაო ოფისის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაწესდა და გამკაცრდა კონტროლი საბაჟოზე „ლევისის“ გაყალბებული პროდუქციის შემოტანაზე. ასევე სახელმწიფოს სპეციალური სამსახურის მიერ ხორციელდება კონტროლი ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებასა და არაორიგინალი პროდუქციის რეალიზაციაზე უშუალოდ მაღაზიებშიც. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სანქციები. 2015 წლიდან ყალბ პროდუქციასთან და სასაქონლო ნიშნის არაავტორიზებულ გამოყენებასთან ბრძოლაში, დენიმის კიდევ ორი მსოფლიო დონის ბრენდი- LEE და WRANGLER ჩაება. შესაბამისად, აღნიშნული ბრენდებისა და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, უახლოეს მომავალში უკვე LEE-სა დაWRANGLER-ის პროდუქციის შემოტანა-რეალიზაციასა და სასაქონლო ნიშნების გამოყენებაზეც გამკაცრდება კონტროლი. ეს ყველაფერი კი პირველ რიგში ემსახურება მომხმარებლების ინტერესების დაცვას და იმას, რომ მოხდეს მათი დაზღვევა უხარისხო, არაორიგინალი და გაყალბებული პროდუქციისაგან.

შეგახსენებთ, რომ როგორც LEVI’S -ის, ასევე LEE-სა და WRANGLER-ის პროდუქცია საქართველოში ოფიციალურად და ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი მხოლოდ DRESSUP GROUP-ში (ყოფილი JEANS GALLERY GROUP) შემავალი მაღაზიების ფილიალებში - JEANS GALLERY, LEVIS, LEE & WRANGLER.

R