გერმანიაში ელექტრომობილის დამუხტვის ღირებულება ხშირად ბენზინის ფასს აღემატება, რაც „მწვანე“ ტრანსპორტზე გადასვლას საფრთხეს უქმნის - ამის შესახებ სექტორული გამოცემა enkorr წერს.
„მწვანე“ ენერგიის მიმწოდებელი გერმანული კომპანია Lichtblick-ის ცნობით, 100 კმ-ისთვის ელექტრომობილის დამუხტვის საშუალო ღირებულება ჩვეულებრივ სადგურებზე 10.45 ევრო, ხოლო მაღალსიჩქარიან სადგურებზე 12.06 ევროა, მაშინ, როცა იმავე მანძილზე საჭირო ექვსი ლიტრი ბენზინის ფასი, დაახლოებით, 10 ევროა.
Lichtblick-ში აცხადებენ, რომ დამუხტვის სადგურებზე ფასების ზრდას „მრავალი წლის განმავლობაში შეშფოთებით აკვირდებიან.“
მაღალი ტარიფების მთავარ მიზეზად კომპანია კონკურენციის ნაკლებობას ასახელებს. კერძოდ, დამუხტვის სადგურების უმეტესობა ქსელურ ოპერატორებთან ასოცირებულ ადგილობრივ ენერგეტიკულ კომპანიებს ეკუთვნის.
ამასთან, მესამე მხარის მომხმარებლები ხშირად დამატებით ფასნამატებს აწყდებიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ