ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი გორში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

გორის მუნიციპალიტეტში ქარის ელექტროსადგურის - „ჩეროს“ მშენებლობა იგეგმება. პროექტს შპს „ჩერო ენერჯი-ვესტი“ ახორციელებს.

კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში წარუდგინა. ამ დოკუმენტის მიხედვით, „ჩეროს“ დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება.

qarids_eleqtrosadguri

„საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილია შესაბამისი ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწყობა, მათ შორის: Goldwind 7.5-ის მოდელის 7 ერთეული ქარის ტურბინა-გენერატორი, ქვესადგური, მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები, დროებითი და მუდმივი მისასვლელი გზები და სხვა“, - ვკითხულობთ გზშ-ის ანგარიშში.

ინფორმაციისთვის, „ჩერო ენერჯი-ვესტი“ სამეწარმეო რეესტრში 2018 წელს დარეგისტრირდა. კომპანია ბიზნესმენ სულხან პაპაშვილს ეკუთვნის, დირექტორის თანამდებობას კი გიორგი კოპალეიშვილი იკავებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ ბიზნესმენი პაპაშვილი რამდენიმე ჰესის მშენებლობასაც გეგმავს. მაგალითად, ასეთია მდინარე თერგზე „ლარსი 2 ჰესი“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტ სოფელ კობში „ნაროვანი ჰესი“.

მერი ტაბატაძე