უეფა 2025-26 წლების სეზონში, ევროტურნირებიდან შემოსავლის სახით, 4.4 მლრდ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Defensa Central-ი ავრცელებს.
წყაროს შეფასებით, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს აღნიშნული თანხა ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, ევროპა კონფერენს ლიგისა და უეფა-ს სუპერ თასისგან მიღებული ჯამური შემოსავალია.
თავის მხრივ, ამ თანხიდან ტურნირების ჩატარებასა და სხვა მათთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაციას თავად უეფა უზრუნველყოფს:
რაც შეეხება დანარჩენ 618 მლნ ევროს, რაც სრული შემოსავლის 15%-ს შეადგენს, ის უეფა-ს ხაზინაში დარჩება.
აღსანიშნავია, რომ იგივე რჩება, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგის საპრიზო თანხა, რაც გასულ სეზონში იყო.
შეგახსენებთ, რომ 2024-25 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა, ფრანგულმა პსჟ-მ, ტურნირის ჩემპიონობისთვის, ჯამურად 100 მლნ ევროზე მეტი გამოიმუშავა - დაახლოებით ამდენივე შეხვდა ფინალისტ „ინტერსაც“.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულის დაცვას დაიწყებს 16 სექტემბრიდან, როცა ტურნირის ახალი სეზონის ფინალური ეტაპის პირველი ტურის მატჩები ჩატარდება.