„გაჩუმება ასეთ დროს „არ მოსულა“ - ქვეყნისთვის საზიანოა“ - პაატა ღაძაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებაზე

„გაჩუმება ასეთ დროს არ მოსულა - ქვეყნისთვის საზიანოა მართლა“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ბიზნესმენი პაატა ღაძაძე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავებას.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გაჩუმება "არ მოსულა" - ქვეყნისთვის საზიანოა"

„მამუკას და ბადრის გაკეთებული უამრავი კარგი საქმე ქვეყნისთვის და ქართული ბიზნესისთვის იმხელა მასშტაბებისაა, ვერაფერი დააზიანებს მათ პიროვნულ სახელს და ვერც მათი ბიზნესების ინსტიტუციურ რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ. გაჩუმება ასეთ დროს არ მოსულა - ქვეყნისთვის საზიანოა მართლა“, - წერს პაატა ღაძაძე.

შეგახსენებთ, რომ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.

მერი ტაბატაძე