მარკ ცუკერბერგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და მისი მრავალმილიონიანი უძრავი ქონების პორტფელი ამის დასტურია.
Forbes-ის მონაცემებით, META-ს მფლობელის ქონება დაახლოებით 220 მილიარდი დოლარია. მისი ქონების ნაწილი მოიცავს ისეთ აქტივებს, როგორიცაა კალიფორნიის ვრცელი კომპლექსი და ჰავაის კუნძულის მამულები.
ცუკერბერგის უძრავი ქონების გარიგებები ხშირად საიდუმლოებით არის მოცული. თუმცა, მედია მაინც ახერხებს მისი ვილებისა და არნახული სახლების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.
მილიარდერის ყველაზე ბოლო შენაძენი, 23 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეა ვაშინგტონში, მასაჩუსეტსის ავენიუ ჰაითსის უბანში. Politico-ს ცნობით, META-ს დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ ცუკერბერგმა ამ ტერიტორიაზე სახლი ცოტა ხნის წინ შეიძინა. გარიგება სავარაუდოდ, მარტში დაიხურა.
“მარკმა და პრისცილამ ვაშინგტონში სახლი შეიძინეს, რაც მარკს საშუალებას მისცემს, იქ მეტი დრო გაატაროს მანამ, სანამ META ამერიკის ტექნოლოგიურ ლიდერობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე გააგრძელებს მუშაობას“, - განუცხადა პრესსპიკერმა Politico-ს.
მარკ ცუკერბერგი წლების განმავლობაში ყიდულობდა და ყიდდა სახლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამბობენ, რომ მან რამდენიმე სახლიც კი ააშენა, მაგალითად, ჰავაის “განკითხვის დღის რანჩო“.
ცუკერბერგის უძრავი ქონების პორტფოლიო დაახლოებით 300 მილიონი დოლარია. თუმცა, არის ვარაუდი, რომ ცუკერბერგის აქტივები გაცილებით მეტი ღირს.
ცუკერბერგი საცხოვრებელი კომპლექსის მფლობელია პალო ალტოში.
საგადასახადო ჩანაწერების თანახმად, ხუთი სახლის ჯამური ღირებულება 36.2 მილიონ დოლარს აღემატება.
გასაკვირი არ არის, რომ ტექნოლოგიურ გიგანტს სილიკონის ველში ერთზე მეტი ქონება აქვს. “მეტას“ აღმასრულებელ დირექტორს პალო ალტოს კრესენტ პარკის უბანში ხუთი სახლი ეკუთვნის... განაგრძეთ კითხვა (+ფოტოები):