„დაფნა მომგებიანი საქმეა, ჩაბარების შემდეგ ვამუშავებ და ექსპორტზე ვუშვებ“ - ფერმერი დაფნის წარმოების სპეციფიკაზე

დაფნა ოდითგანვე კეთილშობილ მცენარედ ითვლებოდა. დაფნის გვირგვინი და ტოტი დიდებისა და გამარჯვების სიმბოლოა. კოლხური დაფნა კეთილშობილი დაფნის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც კოლხეთის დაბლობის ბინადარია. აშენებენ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში. მცენარე მეტად ფასეულია, რადგან მისი მდიდარი არომატების ნაზავი განსაკუთრებულ გემოსა და სურნელს ანიჭებს ტრადიციულ კერძებს, ამიტომაც გამოიყენება კულინარიაში დაფნის ნედლი და გამხმარი ფოთოლი. ბოლო წლებში დაფნის ფოთლის მზარდი საექსპორტო პოტენციალი გამოჩნდა და მისი წარმოება თანდათან იზრდება.

ლაშა ორმოცაძეს ვანში მცირე საოჯახო მეურნეობა აქვს - დაახლოებით 7 წელიწადია დაფნას აწარმოებს. ახლა ის საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს და იმასაც გვეტყვის, რატომ გადაწყვიტა ამ კულტურის გაშენება.

ლაშა ორმოცაძე:

- საერთოდ, ხეხილის ბაღებში ხეხილის ნერგებს შორის დაშორება 4X4 მეტრზეა, რათა მცენარე კარგად გაიზარდოს, დაფნა კი მეტრი-მეტრზე მანძილებით ირგვება. ნაკლებ ფართობს იკავებს, მეტი ნერგი ეტევა და საბოლოოდ დიდი რაოდენობაც მოდის.

- საერთოდ, საიდან იწყება დაფნა?

- თესლიდან. მისი ნაყოფი (მარცვლები) შემოდგომით იკრიფება და კონტეინერებში ითესება. მათგან დაახლოებით 60% ამოდის (პლუს-მინუს 10%). მას ისე უნდა მოუარო, როგორც საზოგადოდ სჭირდება დაფნის ნერგს. სიცხეს ვერ იტანს, მორწყვა ზომიერად უნდა. კონტეინერებში დათესილ მცენარეს ღია ცის ქვეშ ვათავსებ, ოღონდ... განაგრძეთ კითხვა: