ბოლო წლებში ბუნკეების საკითხი ისევ გააქტიურდა და მეგა მდიდრებიც არ იშურებენ ხარჯებს, რომ “განკითხვის დღისთვის“ მომზადებულები იყვნენ.
ABIBOO Studio მათთვის უნიკალურ ბუნკერებს აპროექტებს, სადაც საოცარი ფუფუნება და კომფორტია. პროექტების ავტორი კი არც მეტი, არც ნაკლები კოსმოსური არქიტექტორია.
მარსის საოცრება
ესპანეთის ერთ-ერთმა წამყვანმა არქიტექტორმა, ალფრედო მუნიოსმა, ABIBOO Studio 2010 წელს დააარსა.
კომპანიას ოფისები აქვს მადრიდში, ნიუ-იორკსა და ინდოეთის დედაქალაქში. ის მუშაობს თითქმის ყველაფერზე, მასშტაბური მდგრადი დაგეგმარების პროექტებით დაწყებული საგანგებო საცხოვრებლებით დამთავრებული.
მაგრამ გამორჩეული პროექტია - ნიუვა. თვითკმარი ვერტიკალური მეტროპოლია მარსზე კლდეზე, რომელიც წითელი პლანეტის პირველ მუდმივ დასახლებად და 1-მილიონიანი კოლონიის მომავალ დედაქალაქად არის გათვალისწინებული.
ქალაქის პროექტზე მუშაობა კომპანიამ 2020 წელს დაიწყო. დაგეგმილია, რომ მას 2054 წელს მარსზე განახორციელებენ. ნიუვა, ჩინური ქალღმერთის სახელია.
რადიაციისა და მეტეორების დაცემისგან დასაცავად კლდეში ჩაშენებული ნიუვა ამაყობს საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეებით, ხელოვნური მწვანე გუმბათის პარკებით, სასოფლო-სამეურნეო და ენერგიის გამომუშავების ობიექტებით და სხვა სივრცეებით.
გარდა ამისა, ABIBOO-მ დააპროექტა ოთხი დაძმობილებული ქალაქი მარსზე, მათ შორის ერთი პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე განთავსდება.
SOS თავშესაფრები
დედამიწაზე კი ABIBOO-მ შექმნა ინოვაციური ორსართულიანი საგანგებო თავშესაფრები. შესაძლებელია მათი სწრაფად გაგზავნა კატასტროფის ზონებში და აწყობა უმოკლეს დროში, ამწეების საჭიროების გარეშე.
ეს თავშესაფრები თავდაპირველად 2017 წელს, პუერტო რიკოსთვის შეიქმნა, როდესაც ქარიშხალმა „მარიამ“ დასახლებები გაანადგურა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს თავშესაფრები განსხვავდება ბუნკერებისგან, ეს არის თავშესაფარი ექსტრემალური პირობებისთვის,“ – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა.
ვინ არის ალფრედო მუნიოსი?
ABIBOO-ს დაარსებამდე, მუნიოსი ისეთ ცნობილ არქიტექტორებსა და სტუდიებში მუშაობდა, როგორებიც არიან ინიაკი აბალოსი, ტოიო იტო და Skidmore, Owings და Merrill. ასევე, ცნობილი აკადემიკოსი, მადრიდის ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია.
მუნიოსი ამერიკის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის ინსტიტუტის წამყვანი წევრია, რაც მას ნამდვილ კოსმოსურ არქიტექტორად აქცევს.
ძვირად ღირებული DBX ბუნკერი
2021 წელს ABIBOO-ს სტუდიამ წარმოადგინა თავისი ძვირად ღირებული ბუნკერი DBX, რომელიც სამხრეთ კაროლინაში მყოფმა იდუმალმა კლიენტმა შეუკვეთა.
მეპატრონეს სურდა ჰქონოდა თვითკმარი მეორე სახლი, ადგილი, სადაც ყველაზე უარესის შემთხვევაში გადარჩებოდა.
ბუნკერში მოხვედრა შესაძლებელია სამხედრო დონის კარით და პატარა გორაკზე აგებული გამაგრებული შესასვლელით.
12,000 კვადრატული ფუტის ფართობზე გადაჭიმული DBX ისეთივე გამძლეა, როგორც ჩანს.
თავშესაფარი უჟანგავი ფოლადისა და სხვა განსაკუთრებით გამძლე მასალებისგან არის დამზადებული.
მას შეუძლია გაუძლოს როგორც ბუნებრივ, ასევე ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფებს. DBX-ს შეუძლია უზრუნველყოს მისი მცხოვრებლების უსაფრთხოება ყველაზე საშინელ სცენარებშიც კი.
მდიდრულ ბუნკერში კომფორტულად შეიძლება განთავსდეს ორი ოჯახი და მაქსიმუმ 10 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში.
შუა სართულზე განთავსებულია ავტოფარეხი და სარემონტო ოთახი. იქიდან შესძლებელია ჩასვლა ქვედა დონეზე, რომლის მიღმაც განთავსებულია საცხოვრებელი ფართები.
მოდური ავტოფარეხი
ელეგანტური ავტოფარეხი განკუთვნილია ორი დიდი მანქანისთვის.
ტერიტორია აღჭურვილია საწვავის სარეზერვო ავზებითა და ტუმბოებით, ასევე ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების დამტენებით.
DBX ბუნკერს აქვს სპეციალური სადეზინფექციო ოთახი, წნევის შხაპი და სტერილური სველი შხაპი, რომლებიც შექმნილია ტოქსინის ყველა კვალის მოსაშორებლად.
მოწინავე NBC და ULPA ჰაერის ფილტრაციის სისტემა გამოდევნის ზედმეტ ნახშირორჟანგს ბაქტერიებსა და ვირუსებს, ასევე ალერგენებს და უწყვეტად ასუფთავებს დაბინძურებულ ჰაერს. მას შეუძლია ბირთვული ნარჩენების ნაწილაკების მოშორებაც კი.
წყალი კი მიწიდან გროვდება და საგულდაგულოდ იფილტრება.
ბუნკერში შესვლის შემდეგ, მაშინვე აღმოჩნდებით ცენტრალურ სივრცეში, რომელიც შედგება ბაღისგან. ის გარშემორტყმულია საერთო სივრცეებით, მათ შორის, მისაღები ოთახით, კინოთეატრით და სათამაშო ოთახით.
მინი ფერმა
1200 კვადრატული ფუტის ფართობის ბაღი, რომელიც ბინადრებისთვის საკვების ძირითად წყაროს წარმოადგენს, ნამდვილი მინი ფერმაა. აქ შესაძლებელია სხვადასხვა კულტურის მოყვანა პესტიციდების გარეშე, მინიმალური წყლისა და ნიადაგის გამოყენებით, იისფერი LED-ების ქვეშ.
ბუნკერში არის საკვებისა და თესლის მაცივარი.
ერთ-ერთი სათავსო თანამედროვე სპორტული დარბაზისთვისაა გამოყოფილი. სივრცე სავსეა უახლესი მაღალტექნოლოგიური სავარჯიშო აღჭურვილობით. განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი იმის უზრუნველსაყოფად, რომ შერჩეული ტრენაჟორები ყველა კუნთს ავარჯიშებდეს.
საცურაო აუზი
ბუნკერს აქვს 3.5 მეტრი სიგრძის და 1.7 მეტრი სიგანის აუზი.
სამზარეულო, სამუშაო სივრცეები, სამრეცხაო ოთახი და ქირურგიული ოთახი მედიკამენტებისა და აღჭურვილობის მარაგით.
ხელმისაწვდომი მომთაბარე ბუნკერი
გარდა ძვირად ღირებული ბუნკერისა, ABIBOO ქმნის შედარებით ბიუჯეტურ თავშესაფრებსაც.
ერთ-ერთია “მომთაბარე ბუნკერი“. მუნიოსის თქმით, ის დაახლოებით 300 000 აშშ დოლარი ღირს.
წყარო: msn.com