უორენ ბაფეტმა Berkshire-ის 6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციები საქველმოქმედო მიზნებისთვის გასცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კერძოდ, ბაფეტმა აქციები ბილ გეიტსის ფონდსა და ოთხ საოჯახო საქველმოქმედო ორგზანიზაციას გადასცა, რაც, 2006 წლის შემდეგ, მის მიერ განხორციელებული ყველაზე დიდი შემოწირულობაა.
ბაფეტმა გეიტსის ფონდს 9.43 მლნ აქცია გადასცა; სიუზან ტომპსონ ბაფეტის ფონდს - 0.943 მლნ აქცია; ხოლო შვილების ფონდს - ჯამურად 0.66 მლნ აქცია.
გასული წლის ივნისში მსოფლიოს მე-5 ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 5.3 მლრდ აშშ დოლარის შემოწირულობა გააკეთა, ნოემბერში კი - 1.14 მლრდ აშშ დოლარის.
უორენ ბაფეტი ამჟამად Berkshire-ის აქციათა 13.8%-ს ფლობს. Forbes-ის მიხედვით, მისი წმინდა ქონება 152 მლრდ აშშ დოლარად ფასდება.
ცნობისთვის, 94 წლის ბაფეტმა გასულ წელს ანდერძი შეცვალა და ჩაწერა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ქონების 99.5% მისი შვილების ფონდების საკუთრება გახდება.