საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით მიმართა. საუბარია ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთს (ლოტი 3).
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღნიშნული შენიშვნები განიხილა და სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით კვლავ მიმართა.
ლოტი 3 მონაკვეთი იწყება ავჭალის კვანძიდან და მიუყვება შემოვლითი რკინიგზისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის დერეფანს. რკინიგზისთვის მოწყობილი ავჭალის ხიდის შემდეგ გზა გაგრძელდება გვირაბში, რის შედეგადაც გადაკვეთს მდ. გლდანულად და შევა მეორე გვირაბში. აღნიშნული გვირაბი დასრულდება გლდანის ტბის ჩრდილოეთით.
გლდანის ციხესთან დაგეგმილია კვანძის მოწყობა, რომელიც გლდანს (სამხრეთით) და E60 მაგისტრალს (ჩრდილოეთით) ერთმანეთთან დააკავშირებს. გლდანის ციხის შემდეგ გზა გრძელდება აღმოსავლეთის მიმართულებით გიორგი წმინდამდე.
ამის შემდეგ, მონაკვეთი მიდის სამხრეთისკენ და შედის კიდევ ერთ გვირაბში, მესამე გვირაბის გავლის მერე, დაახლოებით 2 კმ-ის შემდეგ გზა ბორცვიან, დანაწევრებულ რელიეფს კვეთს და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უახლოვდება მუხიანს. ამ უბანზე ეწყობა რიგით მეორე კვანძი მუხიანთან დასაკავშირებლად.
კვანძის შემდეგ გზა შედის გვირაბში. გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ კვეთს კვირიკობისხევს და მიდის სამხრეთისკენ. 1კმ-ის შემდეგ უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, გადის თბილისის ზღვის პარალელურად.
საპროექტო მესამე კვანძის მეშვეობით, უზრუნველყოფილი იქნება კავშირი თბილისის ზღვის გარშემო არსებულ წრიულ გზასთან. ამის შემდეგ გზა მიდის სამხრეთ აღმოსავლეთისკენ პატარა ლილოსკენ.
დაბოლოს, მოეწყობა მეოთხე კვანძი, რომელიც გადის რამდენიმე ღრმა ხეობას; დაახლოებით 5კმ-ში კვეთს დიდი ლილოსკენ მიმავალ გზას და უერთდება ლოტ 4-ს.
გზშ-ს მიხედვით, ჯამში ადგილზე დაგეგმილია 16 ხიდის, 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა, ასევე, 4 არსებული გვირაბის ადაპტირება.
ავჭალა-აეროპორტის გზის მონაკვეთის სიგრძე 22.5 კმ. იქნება. აქედან, ახალი გვირაბების ჯამური სიგრძე 3.8 კმ-ს შეადგენს, არსებული გვირაბების სიგრძე კი 3.6 კმ-ს უტოლდება.
რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ავჭალა-აეროპორტის გზის მშენებლობისთვის განსაზღვრულია 300 მილიონი დოლარი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის გზის) საპროექტო სიგრძე დაახლოებით, 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი და სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავს. კერძოდ: