“თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია”

„30 ივნისს და 1 ივლისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე სადაზღვეო კომპანია არ აძლევს “ჯორჯიან ეარვეისს”თელ-ავივის მიმართულებით ფრენების აღდგენის უფლებას.

„გაცნობებთ, რომ 30 ივნისს და 1 ივლისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია. ამ ეტაპზე სადაზღვეო კომპანია არ აძლევს “ჯორჯიან ეარვეისს”თელ-ავივის მიმართულებით ფრენების აღდგენის უფლებას. ასევე, ავიაკომპანიას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები ისრაელის სახელმწიფოსგან. “ჯორჯიან ეარვეისი” განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებს.

მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.

ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.

“ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს“,-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ის­რა­ელ­მა 13 ივნისს გამ­თე­ნი­ი­სას ირან­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლის სა­მიზ­ნეც ქვეყ­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის ლო­კა­ცი­ე­ბი იყო. თავის მხრივ, ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა ირანმაც, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული რაკეტები მოიგერია. სარაკეტო თავდასხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

იმავე დღეებში ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანამ საჰაერო სივრცეები დახურა, შედეგად, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ათეულობით რეისი გაუქმდა.

ნინი ქეთელაური