2025 წელის მაისში კომერციული ბანკების წინააღმდეგ ჯამში 2 323 საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს.
სებ-ის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით, 3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე. ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წლის აპრილში პრეტენზიების რაოდენობამ 2 261იყო.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის მაისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებსა და სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით, ასევე საკრედიტო ბარათზე დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2025 წლის მაისში) ასე გამოიყურება:
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, მაისში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1 370 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია და მომსახურება - 419 საჩივრით, მესამე ადგილზეა - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები 172 განაცხადით.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მაისში 2 323 საჩივრიდან ბანკებმა 1 095 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 371 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 852 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს, ხოლო 5-ზე განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.