„მაგთი“ 1-ელი აგვისტოდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურების ტარიფებს ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.
მათი ცნობით, ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სახლის ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით და გააქტიურებული აქვთ 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი.
უფრო კონკრეტულად, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში აგვისტოდან 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტების ღირებულება 3 ლარის ფარგლებში იზრდება. კერძოდ, განახლებული ტარიფები თბილისის შემთხვევაში ასეთი იქნება:
რაც შეეხება რეგიონებს, აგვისტოდან ფასები შემდეგნაირად განისაზღვრება:
„ფასები მოცემულია მხოლოდ სტანდარტული და რეგიონული სააქციო შეთავაზებების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ამ პაკეტებზე დამატებით გაქვთ აქტიური თემატური პაკეტები ან აქცია „ჩემები“, მითითებულ ტარიფს დაემატება თქვენ მიერ შერჩეული პაკეტის ღირებულება.
ცვლილება ავტომატურად განხორციელდება 2025 წლის 1 აგვისტოს. ბალანსზე არსებული თანხა განისაზღვრება ახალი დღიური სააბონენტოს შესაბამისად, რაც შესაძლოა თვიური სააბონენტო გადახდის თარიღის ცვლილების მიზეზი გახდეს“, - აღნშნულია „მაგთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.