თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები 2 ივლისიდან შესრულდება. ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წერს.
„გაცნობებთ, რომ 2 ივლისიდან თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.
ხვალ, 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 06:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 08:45 საათზე გამოფრინდება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია „ჯორჯიან ეარვეისის“ გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებგვერდზე ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.