2025 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა 15.9 მლნ ლარით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან (ბენზინი, დიზელი და ა.შ.) საქართველოს ბიუჯეტმა 253.152 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2025 წლის 5 თვეში კი 269.026 მლნ ლარის. შესაბამისად, გამოდის, რომ იმპორტირებული საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა 6.3%-ით მოიმატა.
უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-მაისში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხა ასე ნაწილდება:
ამასთან, წელს იანვარ-მაისში მთლიანად ხაზინაში აქციზის გადასახადიდან 911.070 ლარის აკუმულირება მოხდა, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში კი ბიუჯეტმა ამ მუხლიდან 940 285 861 ლარის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს ხაზინას აქციზიდან მიღებული შემოსავალი 29.216 მლნ ლარით, ანუ 3.1%-ით შეუმცირდა.
შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლის ზრდა კი ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.