დიზელი, კომპიუტერი, საზამთრო - რა გაიაფდა ივნისში ყველაზე მეტად

2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა.

ამავე მონაცემების თანახმად, ივნისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე გაძვირებული პროდუქტია ლიმონი (101.5%), ხოლო ყველაზე გაიაფებული ინტერნეტის გადასახდელი (41%).

„ბიზნესპრენსიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ჩამონათვალს, რა გაიაფდა წლიურად ყველაზე მეტად:

  • ინტერნეტის გადასახდელი - 41%
  • ჭარხალი - 15.8%
  • თვითმფრინავით მგზავრობა - 15%
  • დიზელის საწვავი - 14.6%
  • მიქსერი - 13%
  • საზამთრო - 12.5%
  • ბენზინი - 12%
  • კომპიუტერი -11.4%
  • შპალერი - 10.6%
  • სარეცხი მანქანა - 9%

ნინი ქეთელაური