უეფა-მ თბილისის "დინამო" 20 ათასი ევროთი დააჯარიმა

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის "დინამო" დასაჯა - "დინამო" ჯარიმის სახით 20 ათას ევროს გადაიხდის. sportall.ge-ს ინფორმაციით, ეს სანქცია ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს აზერბაიჯანულ "გაბალასთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დროს გამოკიდებული ზოგიერთი ბანერის გამო დააკისრა.