წელს 5 თვის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ჩინური ავტომობილების საშუალო ფასი 43%-მდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ საქსტატის, საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-მაისში ქვეყანაში 1 653 ერთეული ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რაც ჯამურად 16.084 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო; გასული წლის იგივე პერიოდში კი 1 144 მანქანის იმპორტი 19.416 მლნ აშშ დოლარი დაჯდა. გამოდის, რომ წელს, საანგარიშო პერიოდში, ერთ ერთეული ჩინური ავტომობილს ღირებულება საშუალოდ, 9.7 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი - 16.9 ათას აშშ დოლარს.
შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე, შესაბამისად, ავტომობილის მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხევდით, ღირებულება შესაძლოა, მეტი ან ნაკლები იყოს.
ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ ჩინური ავტომობილების იმპორტი ისევ მზარდია. შედარებისთვის, წელს იანვარ-მაისში თუ იმპორტით 1 653 ერთეული (16.084 მლნ აშშ დოლარის) ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის იგივე პერიოდში - 1 144 ერთეული (19.416 მლნ აშშ დოლარის), 2023 წლის 5 თვეში - 726 ერთეული (8.582 მლნ აშშ დოლარის), 2022 წლის იანვარ-მაისში - 305 ერთეული (2.254 მლნ აშშ დოლარის), 2021 წლის საანგარიშო პერიოდში 632 ერთეული (1.116 მლნ აშშ დოლარის), 2020 წლის 5 თვეში - 232 ერთეული (1.176 მლნ აშშ დოლარის) და ა.შ.
რაც შეეხება ჩინური ავტომობილების წილს მთლიან იმპორტში, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ჯამში 76 017 ავტომობილი (1.298 მლრდ აშშ დოლარის) შემოვიდა, საიდანაც 2.2% ჩინურზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოსთვის მანქანების იმპორტიორი ქვეყნების ოთხეულშია. პირველ სამ ადგილს აშშ, იაპონია და გერმანია იკავებენ.
უფრო კონკრეტულად: