აზერბაიჯანმა და ავღანეთმა ლაზულის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე იმსჯელეს

ავღანეთის ეკონომიკური საკითხების ვიცე-პრემიერი, აბდულ ღანი ბარადარი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს ბაქოში შეხვდა, რათა ლაზულის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება განეხილათ.

აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ასადოვმა მზადყოფნა გამოთქვა, ავღანეთთან სავაჭრო პარტნიორობის მასშტაბები გაიზარდოს.

„ლაზულის დერეფანი ავღანეთის საგარეო ვაჭრობის ყველაზე პერსპექტიულ ალტერნატიულ მარშრუტად ითვლება. ამ მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნები ავღანური ძირითადი საქონლის - ჩირის, სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების დიდ ბაზრებს წარმოადგენენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაზულის დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ათენისა და ტურღუნდის პორტებიდან იწყება, აღწევს თურქმენეთის თურქმენბაშის პორტამდე, კვეთს კასპიის ზღვას აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქომდე, გადის თბილისსა და საქართველოში და გრძელდება თურქეთში, საბოლოოდ კი ევროპას უკავშირდება.

ირაკლი ფოფხაძე