იტალიის მთავრობა, ქვეყანაში შექმნილი სამუშაო ძალის დეფიციტის ფონზე, ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პურებისთვის ნახევარ მლნ სამუშაო ვიზის გაცემას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული გეგმა მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება და მის ფარგლებში, იტალიის სამუშაო ვიზას მომდევნო წელს 164 580 ადამიანი მიიღებს, 2028 წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა თითქმის 500 000-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ 2023 წლიდან დღემდე მიგრანტებისთვის 450 000-ზე მეტი სამუშაო ნებართვა გასცა.
მსგავსი პოლიტიკის მიზეზი იტალიის მოსახლეობის დაბერება და შობადობის კლება გახლავთ, რაც მუშა ხელის დეფიციტს ქმნის.