2025 წლის მაისში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ - 42 საჩივარი დაიწერა, ხოლო იანვარ-მაისში 242.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს მაისში შესული საჩივრებიდან 17 - ადმინისტრაცია/მომსახურებაზე მოდიოდა, 14 - ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 2 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 1- საპროცენტო შენატანებზე, 1 – სხვა გადასახდელებზე, 1 - რეკლამა, გაყიდვებსა და რჩევებზე, ხოლო 6 სხვა სახის პრეტენზიებზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში დაფიქსირებული 42 საჩივრიდან - 11 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 24 (57%) - საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 6-ის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული, ხოლო 1-ის შემთხვევაში განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.