„მე იმდენი რამე მაწუხებს, ერთი შეხვედრა არ ეყოფა - არ მგონია, კრიზისზე 1 საათში წყდებოდეს თემა“ - თემურ ჭყონია კობახიძესთან შეხვედრაზე

„მე იმდენი რამე მაწუხებს, ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, რომ კრიზისზე 1 საათში წყდებოდეს თემა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

კითხვაზე, რა არის დღეს მისი მთავარი სათქმელი, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ არ ჰგონია, ის ამისთვის იყოს დაბარებული.

„ჩემი სათქმელისთვის არ ვარ მგონი დაბარებული - იმდენი რამე მაწუხებს..."

„ჩემი სათქმელისთვის არ ვარ მგონი დაბარებული. მე იმდენი რამე მაწუხებს, ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, რომ კრიზისზე 1 საათში წყდებოდეს თემა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ამასთან, ბიზნესმენმა უპასუხა ჯურნალისტების კითხვას თუ როგორ იმოქმედებს ბიზნეს გარემოზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება.

„ცუდად იმოქმედებს ბიზნესზე. ჩემი ორი მეგობარი რომ არის დაკავებული, შეწუხებული ვარ“, - აღნიშნა ჭყონიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე იყო დაანონსებული. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან მსგავსი შეხვედრა 2024 წლის დეკემბრის ბოლოსაც გამართა. მაშინ შეხვედრის თემა - ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბარი იყო.

ნინი ქეთელაური