„პირველად, რაც თავი მახსოვს, ბიზნესმენებს გადაგვიხადა მადლობა გადასახადების სწორი გადახდებისთვის და ბიუჯეტის შევსებისთვის,“ - აღნიშნა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, ასეთი შეხვედრები ბიზნესს აძლევს მოტივაციას.
„ცოტა კითხვები დაისვა, თუმცა ასეთ შეხვედრები ბიზნესს აძლევს მოტივაციას,“ - აღნიშნა ჭყონიამ.
კითხვაზე, დაისვა თუ არა შეხვედრაზე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ჯაფარიძის საკითხი, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მათი საქმის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე შედგა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან მსგავსი შეხვედრა 2024 წლის დეკემბრის ბოლოსაც გამართა. მაშინ შეხვედრის თემა - ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბარი იყო.