გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სილიკომანგანუმის ნარჩენების გატანაზე აუქციონი გამოაცხადა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული სილიკომანგანუმის ნარჩენების გატანაზე აუქციონი გამოაცხადა.

მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა 177 550 ტონაა, მისი საწყისი ღირებულება კი 500 ათასი ლარით განისაზღვრა, რასაც დაემატება ბიჯი - 50 ათასი ლარის მოცულობით. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ობიექტის კონტურში არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთის (რუსთაველის ქუჩის) რეაბილიტაცია განახორციელოს. ასევე მიმდებარე კერძო ობიექტების მესაკუთრეებზე ქონებით სარგებლობის შეუძლებლობის, ან ზიანის მიყენების შემთხვევაში, შესაბამისი კომპენსაციაც გასცეს.

ელექტრონული აუქციონი 14 აგვისტოს გაიმართება.

ბელა ნოზაძე