„2.5-პოლუსიანი საერთაშორისო წესრიგი ყალიბდება“ - როგორი იქნება ახალი მსოფლიო გადანაწილება

მიმდინარე მოვლენების ფონზე სულ უფრო ძლიერდება კითხვა, თუ როგორი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება დღეს, რა ადგილი ექნებათ აქ დიდ მოთამაშეებს და განსაკუთრებით ჩინეთს, რომელსაც ამერიკაც კი მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ფაქტია, რაც იყო, იცვლება. როგორ წესრიგს ეყრება საფუძველი, იქნება თუ არა ჩინეთი გლობალურ პოლიტიკაში ახალი პოლუსი, თუ სულაც რამდენპოლუსიანი სამყაროს ფორმირებას უნდა ველოდოთ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.

- დავიწყოთ იმით, რომ ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ერთპოლუსიანი მსოფლიო უკვე აღარ იქნება. ერთპოლუსიანი მსოფლიო პრაქტიკულად ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და კონფრონტაცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ასეთი, დასრულდა. ამან შექმნა განცდა, რომ მსოფლიო არა მარტო ერთპოლუსიანია, არამედ დაპირისპირებაც აღარ არსებობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, როდესაც სიტუაცია მსოფლიოში დრამატულად არის შეცვლილი, ცხადია, ერთპოლუსიანი სამყარო უკვე აღარ არის (და ვერც იქნება) და აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმეპოლუსიანი. თუმცა არასწორხაზოვნად მიმდინარეობს იმის ფორმირება, ვინ შეიძლება გახდეს პოლუსი და რამდენად იქნება ის პოლუსი. ამასთან, ამა თუ იმ ქვეყანას ან ქვეყანათა ჯგუფს რომ ჰქონდეს ამბიცია და რეალური შესაძლებლობა, პოლუსი გახდეს, 3 პირობაა დასაკმაყოფილებელი. უწინარეს ყოვლისა, ამ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, ამის საფუძველი კი არის საკმაოდ ძლიერი შეიარაღება, უმთავრესად საკუთარი სამხედრო მრეწველობის საფუძველზე და ქვეყნის ან ქვეყანათა გაერთიანების ეკონომიკური სიძლიერე.

დღევანდელ ვითარებას ამ კრიტერიუმებით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, პოლუსად რჩება ვაშინგტონი და გამორიცხულია, აშშ პოლუსად არ დარჩეს, მაგრამ უკვე გამოიკვეთა მეორე პოლუსიც და ეს არის... განაგრძეთ კითხვა: