ელიავაზე ხანძრის ლოკალიზების პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

ელიავას ბაზრობაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გუდაუთის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც მტკვრიდან ამოღებული წყლით ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.

ამის პარალელურად, ადგილზე მობილიზებული არიან სპეციალური ამწეებიც, რომლის საშუალებითაც, მეხანძრეები სიმაღლიდან მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი მეხანძრე, ერთი კი მაშველია.