მთავრობას საწვავის შესყიდვა 12-დან -17 თეთრამდე გაუძვირდა. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ივნისში გაფორმებული ხელშეკრულებით, მთავრობას ივლისში 1 ლიტრი ბენზინი 12 თეთრით, ხოლო დიზელი 17 თეთრით ძვირი დაუჯდება.
ამასთანავე, გლობალურ ბაზრებზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ივნისის ბოლოს ნედლი ნავთობის ღირებულება გაიზარდა. ამის პარალელურად, საქართველოში საწვავი 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. გაზრდილი ფასები ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 23 ივნისიდან პერიოდულად აისახა.
ბოლო კვირის განმავლობაში, ძველი ფასები ნარჩუნდებოდა მხოლოდ ორ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა, მიმდინარე კვირას ორივეს შემთხვევაში ფასები გაიზარდა. კერძოდ, საუბარია Portal-სა და Rompetrol-ზე, ორივე კომპანიის საწვავის ფასები 5-10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი ამჟამად სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე (შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილი სადგურებიდან ფასები უკვე ყველაგან გაიზარდა):
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს, ერთი კვირის განმავლობაში როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასები შემცირებულია. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ერთი ბარელი brent-ის ტიპის საწვავი 68.30 დოლარი (-0.73%) ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება კი 66.50 დოლარია (-0.75%).